Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ახლად გადახურული კორპუსი და საკვამურის პრობლემა
Regions.ge
08 December 2016, 16:20
ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის (#4, მესამე სადარბაზო) მცხოვრებნი, ერთი წელია (თითქმის იმ დროიდან, რაც კორპუსი გადახურეს) ამბობენ, რომ წვიმის წყალი მაინც ჩამოდის და მდგომარეობა თანდათან უარესდება. "გასულ წელს ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი გადახურეს, რამაც ძალიან გაგვახარა. მრავალი წლის მანძილზე ვითხოვდით დაზიანებული სახურავის შეცვლას. როცა კორპუსი მთლიანად გადაიხურა, გავიხარეთ და გვეგონა, რომ ამიერიდან პრობლემა არ გვექნებოდა, თუმცა, სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, როცა წვიმა წამოვიდა, ჭერში მაშინვე შევამჩნიეთ სისველე. მერე კი წვიმის წყლის ჟონვამ იმატა. როგორც გავარკვიეთ, სადარბაზოს მარცხნივ მდებარე საჰაერო მილი, ე.წ. "დიმახოდი", სახურავის არეალში წვიმის წყლის შეგუბებას იწვევს. მის ირგვლიც უხარისხოდ და ზერელედაა დაჭედებული საფარი, რაც წვიმის წყალს ვერ აკავებს და ასე სასოებით გადახურული კორპუსის სახურავი კვლავ პრობლემურია. წინ ზამთარია, იმატა წვიმიანმა ამინდებმა და პარალელურად _ ჭერის სისველემაც. ქარმა "ჟოლობები" მთლიანად მოგლიჯა. ეს კი გააკეთეს, მაგრამ ვთხოვეთ, რომ სახურავი საკვამურის ირგვლივაც შეეკეთებინათ, თუმცა, მხოლოდ წყლის სადენები შეაკეთეს და წავიდნენ. ვითხოვთ, დაგვეხმარონ", _ ასეთი წერილით მოგვმართეს აღნიშნული ბინის მცხოვრებლებმა _ ნატო ოსეფაიშვილმა, ირმა დოლიძემ, ლალი ვაშალომიძემ, კახა დოლიძემ და სხვებმა, ვისაც ეს პრობლემა აწუხებთ. მესამე სადარბაზოში მცხოვრები ნატო ოსეფაიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თვითონ ბოლო სართულზე ცხოვრობს და წვიმის წყალი ყველაზე მეტად მას აწუხებს და აზიანებს. _ ვინ იცის, რამდენი წელი დავდიოდით განცხადებებით, რომ კორპუსის მთლიანად ამორტიზირებული სახურავი შეცვლილიყო. ეს თხოვნა ახალი ხელისუფლების პირობებში შეგვისრულეს. ვიფიქრეთ, რომ გვეშველა. თუმცა, სახურავიდან ჭერში მაინც წყალი ჩამოდის. არ მინდა, ვინმეს უმადური ადამიანი ვეგონოთ, მაგრამ ასე ყოფნაც შეუძლებელია. შარშან ხომ ჩამოდიოდა წყალი, მაგრამ წელს იმატა და მთლად უარესი _ წინ ზამთარია. თუ შარშანდელივით მკაცრი ზამთარი იქნა, გასაქცევად გვექნება საქმე, განსაკუთრებით, მეხუთე სართულის მცხოვრებლებს, _ ამბობს ნატო ოსეფაიშვილი. სადარბაზოს სხვა მცხოვრებნი ამბობენ, რომ კორპუსის გადახურვის დროს, სანამ სამუშაოები დასრულდებოდა, მშენებლებს სთხოვეს, რომ რჩებოდა ერთი _ საკვამურის პრობლემა, რაც პირდაპირ რომ ვთქვათ, უხარისხოდ გაკეთებული საქმე იყო: _ პირდაპირ სახლის გადახურვა უფრო ადვილია, ვიდრე, საკვამურის ირგვლივ ტრიალი, სპეციალურად თუნუქის გამოჭრა და ისე საიმედოდ ჩაკერება, რომ წყალმა ვერ მოახერხოს გაჟონვა. სულ ეს არის, რაც ახლა სერიოზულ პრობლემას ქმნის. მშენებლებმა მოგვისმინეს, თუმცა, გადახურვა დაასრულეს თუ არა, მაშინვე წავიდნენ _ ამ კონკრეტული პრობლემისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. დასახური და შესაკეთებელი ფართობი, რომელიც არც ისე დიდია, შეიძლება, ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ მოეჩვენოს ადამიანს, თუმცა, კარგი ხელოსნისგან და საქმის მცოდნისგან შეკეთებას საჭიროებს, რომ წვიმის თუ თოვლის წყალმა არ გამოჟონოს", _ ამბობენ ისინი. "გურია ნიუსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა: _ 2015 წელს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე #4 კორპუსის სახურავის კაპიტალური გადახურვა უზრუნველყო. რაც შეეხება მესამე სადარბაზოში არსებულ ლითონის მილს, რომელიც გამოიყენებოდა სათბობის ღუმელების საკვამურად, წარმოადგენს მოსახლეობის კერძო საკუთრებას და აღნიშნული მილის დემონტაჟი თავად მობინადრეებმა უნდა უზრუნველყონ, _ ნათქვამია ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის პასუხში.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
08.12.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი